ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 იანვარს, საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
კერძოდ, სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), 7– 9 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) კი ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი. 

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს (მესტია, ბახმარო), 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.


Print
თეგები: #ამინდი