ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში პიროტექნიკით დაშავებული 40 ადამიანი შეიყვანეს, კვებითი ინტოქსიკაციით - 131
FaceBook
საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავების გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 25 ზარი შევიდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 25-დან 20 პაციენტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. 

ამასთან, რეგიონების მასშტაბით, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.

რაც შეეხება დედაქალაქს, ახალი წლის ღამეს, თბილისში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანების გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 33 ზარი შევიდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 20 მოქალაქეს დასჭირდა.

ცენტრის ინფორმაციითვე, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი.






Print