ახალი ამბები
პროევროპული აქციის მონაწილეები, ქუთაისში, ახალ 2025 წელს, ქუჩაში, ერთად შეხვდებიან
FaceBook
ახალი წლის ღამეს, პროევროპული აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის წინ კვლავ შეიკრიბებიან.

ახალ 2025 წელს ისინი სწორედ იმ ადგილას შეხვდებიან, სადაც ერთ თვეზე მეტია, ერთი მიზნისთვის - საქართველოს ევროპული მომავლისთვის, იბრძვიან.

"31 დეკემბერს, ვხვდებით აქ, ახალ წელს და ვუსურვებთ ერთმანეთს დამდეგ ახალ საპარლამენტო არჩევნებს",- მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა ნუგზარ კოხრეიძემ მერიის წინ შეკრებილებს.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები 33-ე დღეა მიმდინარეობს. დემოსტრანტები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

„ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ, ამიტომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

ფოტო: ნია ხარაძე
Print