ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც ქუთაისში 31 დეკემბერს გაიმართება
FaceBook
ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, 31 დეკემბერს, ქალაქში საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი.
ღონისძიებები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 10:00 საათიდან დაიწყება.

დაგეგმილია ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, ქუთაისში არსებული კვების ობიექტებისა და მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ასევე, საახალწლო დღის კონცერტი, ადგილობრივი საესტრადო-საბავშვო სტუდიების მონაწილეობით.
ამასთან, მოეწყობა ფოტოზონები, თეატრალური წარმოდგენები ბავშვებისთვის.

22:30 საათიდან ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება. 00:30 საათიდან კი Dj დაუკრავს.

საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 



აღსანიშნავია, რომ 31 დეკემბერს, ქალაქის მერიის წინ, პროევროპული აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბებიან და ახალ 2025 წელს ერთად შეხვდებიან. 

ფოტო: ქუთაისის მერია

Print