21 დეკემბერს, ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე პროტესტის
ფონზე აანთო.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ არ გაითვალისწინა სამოქალაქო
აქტივისტების მიმართვა, რომ ნაძვის ხე გასართობი ღონისძიებების გარეშე
აენთოთ.
"ნაცემი ადამიანების ჯინაზე ქუთაისის მერიამ, "ქართულმა
ოცნებამ" ჯინაზე საზეიმოდ აანთო ნაძვის ხე. ეს არის ხელისუფლება,
რომელსაც ხალხის არ ესმის", - ამბობს პროევროპული აქციის
მონაწილეები.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ერთ სივრცეში გამართული პროტესტი და ზეიმი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ცოცხალი
ჯაჭვით იყო გამოყოფილი.
ქუთაისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პროევროპული აქციები
24-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.
მოქალაქეები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის
თანახმადაც, „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან
მოლაპარაკების გახსნა არ სურს.
დემოსტრანტები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციის მიმდინარეობისას
დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები