ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღები, საშობაოდ, 20 იანვრამდე დაისვენებენ
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება.

ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ბაღები 19 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ, სააღმზრდელო პროცესი კი 20 იანვარს განახლდება.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია, სადაც 7 552 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
Print