ახალი ამბები
ქუთაისელი მოსწავლის წარმატება ნიუ დელიში, საერთაშორისო კონკურსში
FaceBook
ქუთაისელი დანიელ ბანძელაძე, მენტალურ მათემატიკაში, მსოფლიოს საუკეთესო სამეულის წევრი გახდა.

მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო კონკურსი ნიუ დელში, ინდოეთში მიმდინარეობდა.

პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრსა და მსოფლიო თასზე, რომელიც UCMAS-ის მიერ იყო ორგანიზებული, საქართველოს სახელით, 7-დან 13 წლამდე ასაკის, 11-მა მოსწავლემ იასპარეზა.

UCMAS Georgia-ს სტუდენტებმა კონკურსზე მრავალი ჯილდო, მათ შორის მსოფლიოს ბრინჯაოს თასი მოიპოვეს.

საერთაშორისო შეჯიბრში, ჯამში, 80 ქვეყნის, 6,000-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული.













Print