ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 27 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისი თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 17-19 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარიც.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, კვირის ბოლოს, 28-29 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
Print
თეგები: #ამინდი