ახალი ამბები
"იცხოვრე ძალადობის გარეშე " - ტრენინგი ქუთაისში
FaceBook
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩატარდა ტრენინგი ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის "იცხოვრე ძალადობის გრეშე " ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს "ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება"-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

ტრენინგზე განხილული იყო ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, მსხვერპლთა მიმართ ძალადობის  და სხვა თემები.

"ამ ტრენინგით ვეხებით ევროკავშირის კონვენციას, რომელსაც 2014 წელს  მიუერთდით. ვისაუბრეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, სტერეოტიპებზე, რომლებიც ქვეყანაში ძალადობის მხრივ არსებობს" - განაცხადა პროექტ "იცხოვრე ძალადობის გრეშე "ხელმძღვანელმა ქეთინო აბულაშვილმა.

საქართველო "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ " ევროსაბჭოს კონვენციას 2014 წლის 20 ივნისს შეუერთდა. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ  ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს  ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო, რომლის მიზანი ოჯახში ძალადობის აღკვეთა არის.
Print