ახალი ამბები
ქუთაისელების მარში - 21 დეკემბერს, მოქალაქეები დედაქალაქში აქცია-მსვლელობას გამართავენ
FaceBook
21 დეკემბერს, თბილისში, ქუთაისელების მარში გაიმართება.

მოქალაქეები, 10:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და დედაქალაქისკენ ავტოკოლონებით გაემართებიან. 

ქუთაისელები აქციას გაბრიაძის თეატრიდან დაიწყებან და მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.

21 დეკემბერს, თბილისში, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთა მარშია დაგეგმილი.

რეგიონების წარმომადგენლები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს.

მოქალაქეები ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
Print