ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 11 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 15-18 გრადუსი დაფიქსირდება, მთიანში 10-12 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში კი 7-9 გრადუსი. 

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 10-11 დეკემბერს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 12-13 დეკემბერს დაბლობ რაიონებში გაწვიმდება, მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც. 

14 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში კვლავ გამოიდარებს და მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც. 


Print
თეგები: #ამინდი