ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ევაკუაცია გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პეტრე ადამაძის ინფორმაციით, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია შევიდა.

"მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები", - განაცხადა პეტრე ადამაძემ.

ამ დროისთვის მერიის თანამშრომლები შენობის გარეთ იმყოფებიან.
Print