ახალი ამბები
"მოგვეცით მუშაობის საშუალება"- ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
FaceBook
მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ძალოვანი უწყებების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტეს.

მათ მერიის შენობასთან სპეცრაზმის მიერ ნაცემი ჟურნალისტის ფოტოები მიიტანეს.

მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იშვიათად იხსენებენ ისეთ აგრესიასა და შემოტევას პოლიციის და სპეცრაზმის მხრიდან, როგორც ეს 28-29-30 ნოემბრის ღამით ხდებოდა საპროტესტო აქციაზე, სადაც არაერთი ჟურნალისტი დაშავდა.

საპროტესტო ტალღა ქუთაისში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა.

28-29-30 ნოემბრის ღამეს, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 150 ადამიანი დააკავა. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და ა.შ.
Print