„ძვირფასო სტუდენტებო, 1 დეკემბრიდან აღარ გასწავლით კავაფისს,
რიცოსს, იოანუს და ა.შ., რადგან ეს შესაძლოა "გაუკუღმართებული სექსის"
პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრა, სავარაუდოდ,
საერთოდაც მიიკეტება“, - თსუ-ს ლექტორი სოფიო შამანიდი წერდა.
მას ამის თქმის საბაბს საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და
არასრულწლოვანის დაცვის შესახებ აძლევს.
კონკრეტულად ამ კანონის მესამე მუხლი. სადაც აღნიშნულია რომ „ამ
კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/ქმედება ადამიანის
არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური
სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე
ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის
ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ
მიმართულ ინფორმაციად/ქმედებად მიიჩნევა, თუ, ობიექტური დამკვირვებლის
აზრით, აღნიშნული ინფორმაცია/ქმედება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური
სქესისთვის მიკუთვნებას ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან
განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური
სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით
გამოხატულ ურთიერთობას ან ინცესტს დადებითად ან/და მისაბაძად
წარმოაჩენს."
ამ კანონს შეუძლია ე.წ. "გაუკუღმართებული სექსის" პოპულარიზაციად
მიიჩნიოს ნებისმიერი მხატვრული ტექსტი, ნახატი, ფილმი, სადაც კანონის
მესამე მუხლში ჩაწერილ და წარმოჩენილ ნორმებს სადმე შეამჩნევს.
ხელოვნების, განათლების, მედიის და სხვა სფეროებსი წარმოადმგენლები ამ
კანონს დისკრიმინაციულად მიიჩნევენ და ცენზურის დაწესებად
განიხილავენ.
საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის
შესახებ პირველი დეკემბრიდან შედის ძალაში.
მასალის გამოყენების პირობები