ახალი ამბები
ქუთაისში, საახალწლო დეკორაციების დამზადება/მონტაჟისთვის 240 000 ლარამდეა გამოყოფილი
FaceBook
"ქუთგანათების სერვისი", საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 235 800 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვა [NAT240021352] საახალწო დეკორაციების, სხვადასხვა ტიპის ლითონის კონსტრუქციების (განათებით) დამზადება/მონტაჟზეა გამოცხადებული. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ შემსყიდველს პროდუქცია სრულად 18 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს.

ტენდერები მერიას ასევე გამოცხადებული აქვს საახალწლოდ გასანათებელი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისა და საახალწო დეკორაციების დამზადება/მონტაჟისთვის. ამასთან, მხატვრული განათებით, გარე გამოყენების ლედ-ეკრანებით და გახმოვანების აპარატურით მომსახურებაზე.

ქუთაისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციები უკვე დამონტაჟებულია. 

ფოტო: არქივი


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია, საახალწლოდ, სცენისა და გახმოვანების აპარატურით მომსახურებისთვის 100 000 ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

ქუთაისში, საახალწლო დეკორაციების შესასყიდლად, ტენდერები ცხადდება

ქუთაისში საახალწლო დეკორაციებით ქუჩების მორთვა დაიწყო

Print