ახალი ამბები
პირველი დეკემბრიდან, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე, ტრანსპორტის ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა
FaceBook
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

სავალდებულო წესების ამოქმედების შესახებ, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება მიუთითებს იმ კრიტერიუმებზეც, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ზამთრის საბურავი.

საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:
- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;

რაც შეეხება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვს, ის დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6040563?publication=0
Print