ახალი ამბები
აჭარის 21 წევრიან საბჭოში "ქართულ ოცნებას" 13 მანდატი აქვს
FaceBook
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა.
უსკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატის მანდატი ასე გადანაწილდა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 1 მანდატი;

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" - 4 მანდატი;

"ძლიერი საქართველო" - 1 მანდატი;

"გახარია - საქართველოსთვის" - 2 მანდატი;

"ქართული ოცნება" - 13 მანდატი;

აჭარაში არჩევნების შეჯამება პროტესტო ფონზე მიმდინარეობდა. უსკოსთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბნენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. სხდომაზე შესვლას ცდილობდა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, თუმცა, მას პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

Print