ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, დღეს, 18 ნოემბერს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსი დაფიქსირდება. დღეს საღამოდან კი იწვიმეს და ნალექიანი ამინდი 19 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 

"19 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 12-14 გრადუსამდე, მთაში კი დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია თოვა", -  განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 20-დან 22 გრადუსამდე დათბება. 20-21 ნოემბერს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

დოდო გვაზავას თქმით, 24 ნოემბერს ქარი ჩადგება და მოსალოდნელია წვიმა.
Print
თეგები: #ამინდი