ახალი ამბები
ქუთაისის მერია, საახალწლოდ, სცენისა და გახმოვანების აპარატურით მომსახურებისთვის 100 000 ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, მორიგ ტენდერს [NAT240022000] აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვა სცენით, მხატვრული განათებით, გარე გამოყენების ლედ-ეკრანებით და გახმოვანების აპარატურით მომსახურებაზეა გამოცხადებული, რისთვისაც 104 790 ლარი (სავარაუდო ღირებულება) დაიხარჯება. 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული მომსახურება 2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 1 იანვარს უნდა განახორციელოს. 

ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, ცენტრალურ მოედანზე გასამართი ღონისძიების დასრულების შემდეგ სცენისა და აპარატურის დემონტაჟი უზრუნველყოს. 

წინადადების მიღება 22 ნოემბერს იწყება და 25-ში მთავრდება.

ტენდერები ასევე გამოცხადებულია საახალწლოდ გასანათებელი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისა და საახალწო დეკორაციების დამზადება/მონტაჟისთვის. 

ქუთაისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია.

ფოტო: არქივი

ამავე თემაზე:

ქუთაისში, საახალწლო დეკორაციების შესასყიდლად, ტენდერები ცხადდება

ქუთაისში საახალწლო დეკორაციებით ქუჩების მორთვა დაიწყო









Print