ახალი ამბები
ქუთაისში, საახალწლო დეკორაციების შესასყიდლად, ტენდერები ცხადდება
FaceBook
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ტენდერები ცხადდება.

მერიის ა(ა)იპ-ს, "ქუთგანათების სერვისს" ერთი სახელმწიფო შესყიდვა [NAT240021352] საახალწო დეკორაციების, სხვადასხვა ტიპის ლითონის კონსტრუქციების დამზადება/მონტაჟისთვის აქვს გამოცხადებული.

ჯამში, "ქუთგანათების სერვისი" 400-მდე საახალწლო კონსტრუქციას შეისყიდის, რისთვისაც 235 800 ლარს (სავარაუდო ღირებულება) გადაიხდის. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შემსყიდველს პროდუქცია მიმდინარე წლის 18 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს. 

ამასთან, ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისს" მეორე ტენდერი [NAT240021040] საახალწლოდ გასანათებელი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებისა და ელექტრონათურების შესასყიდად აქვს გამოცხადებული.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 126 254 ლარია. წინადადების მიღება უკვე დასრულებულია და ამ დროისთვის პრეტენდენტის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს. 

ქუთაისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო დეკორაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია. 

ფოტო: არქივი
Print