ახალი ამბები
USAID სტუდენტებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს
FaceBook
USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს ფოტოკონკურსს სახელწოდებით: ადამიანის უფლებები ობიექტივში / Human Rights Through the Lens.

საკონკურსო პირობების თანახმად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ამჟამად სწავლობს იმერეთის, აჭარის ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ უმაღლეს სასწავლებელში.ფოტოს გადაღება შესაძლებელია ციფრული ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით [ზომა: მინიმუმ 3 მეგაბაიტი].

ფოტოს შინაარსი უნდა ეხებოდეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნაშრომს. კონკურსის სამივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სასაჩუქრე ვაუჩერები: I ადგილი - 1000 ლარი; II ადგილი - 700 ლარი; III ადგილი - 500 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი.

საკონკურსო ფოტოს [ზომა: მინიმუმ 3 მეგაბაიტი] შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ასევე უნდა გაგვიზიაროთ ფოტოთი გადმოცემული ამბის აღწერა [მაქსიმუმ 150 სიტყვა], მიუთითოთ თქვენი ასაკი, რეგიონი და საკონტაქტო ნომერი. 

Print