ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 16 ნოემბრამდე, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
მისივე თქმით, დღისით ჰაერის ტემპერატურა 18-20 გრადუსი იქნება, ღამით კი 5-7 გრადუსი.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 13-14 ნოემბერს გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 16-17 ნოემბერს კი ცალკეულ რეგიონებში გაწვიმდება და დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.
Print
თეგები: #ამინდი