ახალი ამბები
უამინდობის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია
FaceBook
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, საავტომობილო გზების გარეკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა.

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. ასევე თავისუფალია მოძრაობა საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Print