ახალი ამბები
საქართველოში ამინდი გაუარესდება
FaceBook
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-4 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.

3-4 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 ნოემბერს, დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს შედარებით აცივდება. მოსალოდნელია მცირე წვიმა.

3 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).







Print
თეგები: #ამინდი