ახალი ამბები
294 საჩივარი და 64 შენიშვნა -„სამართლიანი არჩევნები“2024 წლის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ იუწყება
FaceBook
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებში“ აცხადებენ

ორგანიზაციის თანახმად, მათი უმრავლესობა (297) საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მოხდა, ნაწილი (167) - საარჩევნო უბნებთან,დანარჩენი - საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე.

სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ორგანიზაციამ ჯამში წარადგინა 294 საჩივარი და 64 შენიშვნა. კერძოდ:

საუბნო საარჩევნო კომისიებში - 104 საჩივარი (ასევე დააფიქსირა 64 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში);
საოლქო საარჩევნო კომისიებში - 189 საჩივარი (214 ფაქტთან დაკავშირებით)​;
ცესკოში - 1 საჩივარი. ​
ორგანიზაცია იუწყება, რომ კენჭისყრის შენობაში გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები და ინციდენტები:

ბიულეტენების ჩაყრა (2)​;

მრავალჯერადი ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა (12)​;

დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა/გაძევება (30)​;

მარკირების პროცედურის წესის დარღვევა (76)​;

ხმის ფარულობის დარღვევა (76)​;

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (22)​;

ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები (17)​;

სხვა დარღვევები (62)​;

საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები (26)​;

საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე გამოვლენილი ინციდენტი/დარღვევა (167)​;

კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა (71- საარჩევნო უბნების 31%)​;

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბნებზე (25 - საარჩევნო უბნების 11%)​;

ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება (42 - საარჩევნო უბნების 19%)​;

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა (29 - საარჩევნო უბნების 13%)​.


Print