ახალი ამბები
სამი ტელეკომპანიის ეგზიტპოლის შედეგები
FaceBook
სამი ტელეკომპანიის დაკვეთით წარმოებული  2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, სამი სხვადასხვა მონაცემით. 

„იმედის“ დაკვეთით ორგანიზაცია „გორბის“ ეგზიტპოლის კვლევის მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 56. 1% მიიღო. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ - 12.6, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 11.6%, „ძლიერმა საქართველომ“ -  7.0%, „გახარია საქართევლოსთვის“ - 4.8%.

„ფორმულას“ დაკვეთით კვლევა Edison Research-მა ჩაატარა.
ამ კვლევის თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40.1% მიიღო. „ერთიანმა ნაციონალურმა ძოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ თანაბარი 16.7 -16.7% მიიღეს. „ძლიერმა საქართველომ 10.3%, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ - 8.2%.

ეგზიტპოლის კვლევა ჩაატარა ტელეკომპანია „მთავარმაც“. მან კვლევა „HarrisX“-სს დაუკვეთა.
„HarrisX“-ის ეგზიტპოლის თანახმად ხმები ასე გადანაწილდა:

„კოალიცია ცვლილებებისთვის" – 42%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 13%
"ძლიერი საქართველოსთვის" – 18%
"გახარია საქართველოსთვის" – 9%
"ქართული ოცნება" – 8%
არჩევნების წინასწარი და ოფიციალური შედეგები მოგვიანებით უნდა გამოქვეყნდეს.

Print
თეგები: #ეგზიტპოლი