ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირის განმავლობაში, უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს, 21 ოქტომბერს, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან კი 24 ოქტომბრის ჩათვლით გამოიდარებს. 

"22-24 ოქტომბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი დაფიქსირდება. 25-დან კი კვირის ბოლომდე კვლავ გაწვიმდება და ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს",- განმარტავს დოდო გვაზავა.



Print
თეგები: #ამინდი