ახალი ამბები
ორმაგი საპატიო წოდება - მეუფე იოანეს, ქუთაისის შემდეგ, წყალტუბოს საპატიო მოქალაქის ტიტულიც მიენიჭა
FaceBook
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე, ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების  შემდეგ, წყალტუბოს საპატიო მოქალაქეც გახდა. 

ის ერთ-ერთი იყო იმ 12 ადამიანს შორის, რომელიც ადგილობრივმა მთავრობამ, საპატიო მოქალაქედ, "შემოდგომის წყალტუბოს“ დღესასწაულზე გამოავლინა. 

რა დამსახურებისთვის მიანიჭეს აღნიშნული ტიტული მეუფე იოანეს, ამაზე წყალტუბოს მერიაში გვითხრეს, რომ პასუხის მისაღებად, საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. 

მეუფე იოანეს საპატიო მოქალაქის წოდება ორი წლის წინ, "ქუთაისობა 2022"-ის ღონისძიებაზეც მიანიჭეს,  როგორც მაშინდელმა მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა  განმარტა, მშობლიური ქალაქის წინაშე ღვაწლისა და დამსახურებისთვის. 

იოანე გამრეკელი ქუთაის–გაენათის ეპარქიის მმართველად, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ, 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე აირჩიეს. მანამდე იგი, სამი თვის განმავლობაში, ქუთაისის ეპარქიაში, დროებითი მმართველის მოვალეობას ასრულებდა. მეუფე იოანეს მედიასთან არაერთხელ დაუფიქსირებია რუსეთის მიმართ კეთილგანწყობა. მან ეპარქიაში დანიშვნის შემდეგ, პირველივე ინტერვიუში, რომელიც "ქუთაისიპოსტს" მისცა, თქვა, რომ რუსეთი არ ცდილობდა ქართულ ეკლესიებში ქართული კვალის წაშლას და რომ ილია ჭავჭავაძე ევროპამ მოკლა.

იოანე გამრეკელი 1946 წელს თბილისში დაიბადა. 1988 წელს იგი მღვდლად ეკურთხა. 2008 წელს ჯერ ბერად აღიკვეცა, შემდეგ კი ეპისკოპოსად აკურთხეს. 2011 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 2013 წლიდან კი რუსთავის ეპარქიას წინამძღოლობდა.


ამავე თემაზე:


მეუფე იოანე ქუთაისის საპატიო მოქალაქე გახდა

Print