ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირის განმავლობაში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს, 7 ოქტომბერს, თბილი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, 8 ოქტომბერს კი უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან მოსალოდნელია ელჭექი და ჰაერის ტემპერატურის 18-22 გრადუსამდე დაკლება. 

"9 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა დაიწყებს მომატებას. უნალექო ამინდი 12 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 13 ოქტომბერს უმეტეს რაიონში კვლავ იწვიმებს და მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება.
Print
თეგები: #ამინდი