ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე 237 მლნ დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტშია ნათქვამი. ამავე პროექტის მიხედვით, 2024 წელს პროექტზე 47 მილიონი ლარის, 2025 წელს კი 70 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

"ქუთაისის აეროპორტის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. პროექტი მოიცავს ახალ F კოდის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას," - ნათქვამია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის კაპიტალური პროექტების დანართში.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.


Print