ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირის განმავლობაში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, დღეს, 23 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 24 სექტემბრის დღის პირველ ნახევრამდე იწვიმებს, ზოგან ძლიერად. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლებაც 25 გრადუსამდე.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 25 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს, ცალკეულ რაიონებში შეიძლება იყოს წვიმა. 26 სექტემბრიდან კი 1 ოქტომბრის ჩათვლით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მისივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს 29-31 გრადუსამდე, დროგამოშვებით იქროლებს ქარიც.
Print
თეგები: #ამინდი