ახალი ამბები
ქუთაისის ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, დღეიდან, 16 სექტემბრიდან, დაიწყო.
მუშაობა ქალაქის 37-ივე ფილიალმა განაახლა.

ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, წელს, 1400-მდე ახალი აღსაზრდელი მიიღეს. 

მისივე თქმით, ქუთაისში არსებულ ბაღებში, ჯამში, 6300 აღსაზრდელია რეგისტირებული. 

ქალაქში 37 საჯარო და 10 კერძო ბაღი ფუნქციონირებს.
Print