ახალი ამბები
ქუთაისის სკოლებში 2665 პირველკლასელი დარეგისტრირდა
FaceBook
საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დღეიდან, 16 სექტემბრიდან, დაიწყო.
სასწავლო პროცესი განახლდა ქუთაისშიც.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ქალაქის სკოლებში, წელს, 2665 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

ჯამში კი ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში 33 475 მოსწავლე სწავლობს.



განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა.


Print