ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირის განმავლობაში,  ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს, 26 აგვისტოს, იმერეთის რეგიონის უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ზომიერზე მეტი. ჰაერის ტემპერატურა 30-31 გრადუსი დაფიქსირდება.

"ხვალიდან, 27 აგვისტოდან, გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 34-35 გრადუსამდე. ასეთი მშრალი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება კვირის ჩათვლით. 30-31 აგვისტოს და 1 სექტემბერს კი, შესაძლოა, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ 36-38 გრადუსს მიაღწიოს",- განმარტავს დოდო გვაზავა.
Print
თეგები: #ამინდი