ახალი ამბები
"სამტრედიაში, მეზობელ ქალს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა"- დაკავებულია ერთი პირი
FaceBook
იმერეთის პოლიციამ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამტრედიაში, მეზობელ ქალს, ცივი იარაღით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print