ახალი ამბები
ქუთაისში, წყალტუბოსა და ვანში, პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია რამდენიმე პირი
FaceBook
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი. 1987 წელს დაბადებული შ.ლ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ. 

"სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა.

ამავე დეპარტამენტის ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ნ.ტ. დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად პისტოლეტი ამოიღო",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

Print