ახალი ამბები
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
FaceBook
დღეს, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქუთაისში, ღონისძიებები გაიმართება.

ახალგაზრდული სივრცეები, სხვადასხვა ინტერესის მქონე ახალგაზრდებისთვის, თეთრი ხიდის მიმდებარედ, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან, 16:00 საათიდან მოეწყობა. 

გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე "ახალგაზრდულ ინიციატივებში" გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია.

18:00 საათიდან კი ლინდა ადამიასა და ბენდი ¼-ის მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება. ღონისძიებები ელექტრონული მუსიკი დასრულდება.

12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

Print