ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს, 12 აგვისტოს, იმერეთის უმეტეს რეგიონში იწვიმებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 გრადუსი დაფიქსირდება. 

"ხვალიდან, 13 აგვისტოდან, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 31 გრადუსამდე. 17 აგვისტომდე ზოგიერთ რეგიონში შუადღისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 17-18 აგვისტოს კვლავ გამოიდარებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-34 გრადუსი დაფიქსირდება. 



Print
თეგები: #ამინდი