ახალი ამბები
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ფაქტზე, იმერეთში ერთი პირი დააკავეს
FaceBook
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფია ამოღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში სულ 9 პირი დააკავეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




Print