ახალი ამბები
ხონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი
FaceBook
პოლიციამ, იმერეთში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1 პირი, ცხელ კვალზე, დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print