ახალი ამბები
რა ეტაპზეა ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია
FaceBook
ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის დასაწყისში უნდა  დასრულდეს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რომლის მხარდაჭერითაც აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს, ოპერის აღდგენის ფარგლებში უკვე დასრულებულია: სადემონტაჟო და გადახურვის სამუშაოები; წყალგაყვანილობის, ელექტროენერგიის, სუსტი დენების, გარე და შიდა კანალიზაციის, გახმოვანების, სახანძრო ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების პირველადი მონტაჟი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თეატრში ამ ეტაპზე მიმდინარეობს: გათბობა-გაგრილების დანადგარების მონტაჟი და ტესტირების პროცესი; შიდა კედლების გამაგრება და დამუშავება; იატაკის მოწყობა; სახანძრო რეზერვუარის მშენებლობა; რესტავრაცია უტარდება დარბაზის სკამებს. ასევე მიმდინარეობს სცენის კონსტრუქციების გეოლოგიური კვლევა და სხვა კოსმეტიკური სამუშაოები.


ოპერის თეატრის შენობის  შესასვლელი ნაწილი

ასე გამოიყურება ქუთაისის ოპერის თეატრი ახლა


კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს რეაბილიტაციის შემდეგ გამოჩენილი ქართველი მხატვრის, თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძის, შექმნილი ფარდა დაამშვენებს, რომელიც უკვე მზადდება.

ქუთაისის ოპერის სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრქშენი“ ასრულებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 21 მილიონი ლარია.

ქუთაისის ოპერის თეატრის განახლება რეკონსტრუქია ბოლოს 2010 წელს შესრულდა.

ამავე თემაზე:

ოპერის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს

ქუთაისის ოპერის თეატრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქციისთვის 21 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქუთაისის ოპერის თეატრის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება


Print