ახალი ამბები
ეროვნული გამოცდები გრძელდება - აბიტურიენტები დღეს ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ
FaceBook
დღეს, 8 ივლისს, აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდას ორ სესიად აბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა, დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

2024 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდისათვის კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.



Print