ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, კვირის ბოლომდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ხანმოკლე  წვიმებია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, 8 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს. 

დოდო გვაზავას ინფორმაციით, ამავე პერიოდში, დღის მეორე ნახევრიდან, იმერეთის ზოგიერთ რეგიონში, მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე  წვიმა ელჭექით. ამასთან, აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.
Print
თეგები: #ამინდი