ახალი ამბები
ქუთაისში, უწყლოდ დარჩენილ მოსახლეობას, წყლის მიწოდება 5 ივლისს აღუდგება
FaceBook
ქუთაისში, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი დილიდან არ მიეწოდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ქუთაისში დაგეგმილი გეგმიური ტექნიკური სამუშაოებია, რაც ქვიტირის გადამქაჩ სადგურში, 800 მმ დამწნეხი კოლექტორის შეცვლასა და ფარცხანაყანევის w-800m³ რეზერვუარის რეცხვა-დეზინფექციას გულისხმობს.

"წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ქუთაისის ოპერირების არეალის 70%-ს. წყალმომარაგების გეგმიურ წყვეტასთან დაკავშირებით, სმს შეტყობინების საშუალებით ინფორმირებულია ადგილობრივი მოსახლეობა. აუცილებელი სამუშაოების შედეგად, საგრძნობლად შემცირდება სასმელი წყლის დანაკარგი, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს წყლის ხარისხსა და მიწოდებას", - განმარტავენ კომპანიაში.

გეგმიური სამუშაოების ფარგლებში გათიშული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ საიტზე: https://water.gov.ge/page/full/107.

მოსახლეობას წყლის მიწოდება 5 ივლისის 02:00 საათამდე აღუდგება.





Print