ახალი ამბები
საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განათლების მიღმაა დარჩენილი, ევროკავშირში - მხოლოდ ყოველი მეცხრე
FaceBook
ევროკავშირში დასაქმების დონე 35%-ით მაღალია, ვიდრე საქართველოში.

ამ ინფორმაციას ISET პოლიტიკის ინსტიტუტი ავრცელებს.



მათივე ცნობით, საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა დასაქმების და განათლების მიღმაა დარჩენილი, ევროკავშირში კი - მხოლოდ ყოველი მეცხრე, ანუ 2.5-ჯერ ნაკლები.



კვლევითი ცენტრი ევროკავშირის დიდ უპირატესობაზე მიუთითებს ერთ სულ მოსახლეზე მშპ/საშუალო შემოსავალით.

ISET პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე მშპ/საშუალო შემოსავალი 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.



კვლევითი ცენტრი ხელფასების მონაცემსაც ადარებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირში საშუალო თვიური ხელფასი 2,290 ევროთი (დაახლოებით 7,000 ლარით) მეტია, ვიდრე საქართველოში.



ISET პოლიტიკის ინსტიტუტი დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრია ეკონომიკის დარგში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

იგი მიზნად ისახავს შეიტანოს წვლილი ეკონომიკის, განათლების სისტემის, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

Print
თეგები: #ISET #კვლევა