ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
დღეს, 1 ივლისს, მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, მაღალი ტემპერატურის ფონზე (29-31 გრადუსი), საღამოს საათებიდან კი - წვიმა.

„ხვალ, 2 ივლისს, შენარჩუნდება ნალექი და ჰაერის ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე დაიკლებს. 3 ივლისს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა. 4-5 ივლისს კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატება დაახლოებით 35-37 გრადუსამდე“,- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 6 ივლისს, დღის მეორე ნახვერიდან იწვიმებს, ნალექი შენარჩუნდება 7 ივლისაც.





Print
თეგები: #ამინდი