ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
მისი თქმით, დღეს, 24 აპრილს, უნალექო, ცხელი ამინდი იქნება და დაახლოებით 30-32 გრადუსია მოსალოდნელი. 

"ხვალ, 25 ივნისს, ეს ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც გაგრძელდება 27 ივნისის დილის საათებამდე. მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაც",- განმარტავს დოდო გვაზავა. 

მისივე თქმით, 27 ივნისიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს, 30 ივნისს კი კვლავ უმეტეს რაიონში გაწვიმდება.
Print
თეგები: #ამინდი