ახალი ამბები
ქუთაისი, ევროკავშირისა და USAID-ის თანამშრომლობით დაარსებულ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
FaceBook
ქუთაისში, საერთაშორისო ფორუმი  "ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“  მიმდინარეობს, რომელსაც ქალაქი უკვე მეოთხედ მასპინძლობს.

ევროკავშირის, ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და USAID-ის თანამშრომლობით 2019 წელს დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი ქალაქების მდგრადი განვითარების პლატფორმაა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს - საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მეცნიერების და ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და ერთობლივად შეიმუშავონ გადაწყვეტილებები ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დელეგაცია მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან ჩამოვიდა. მათ შორის, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ესტონეთიდან, ნიდერლანდებიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან. 

ფორუმის მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენებები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა; მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქები; მუნიციპალური სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში; ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების როლი ქალაქების ტრანსფორმაციისას; ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენა; პროექტების მართვის ოპტიმიზაცია მომავლისთვის მზადმყოფ ქალაქებში; მოაზროვნე ქალაქების მწვანე გადაწყვეტილებები; დიალოგიდან ქმედებისკენ: იდეების ანალიზი, მომავალი გეგმები. 

ფორუმი ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მართვის და განვითარების გადაწყვეტილებების ჰაბის მიერ არის ორგანიზებული და მეორე დღეა, იმართება.
Print