ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში,  არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

მისი თქმით, დღეს და ხვალ, 17-18 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან იმერეთის უმეტეს რაიონში იწვიმებს.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-დან 29 გრადუსი დაფიქსირდება.

"19 ივნისი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 20 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ზომიერზე ცოტა მეტი წვიმა",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, 22-23 ივნისს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა, ელჭექით და ჰაერის ტემპერატურის მატება 33-35 გრადუსამდე.
Print
თეგები: #ამინდი