ახალი ამბები
საჯარო სკოლებში საზაფხულო არდადეგები დაიწყო
FaceBook
საჯარო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი დასრულდა.

დღეიდან, 14 ივნისიდან, მეორე-მეთერთმეტე კლასის (ჩათვლით) მოსწავლეებისთვის საზაფხულო არდადეგები დაიწყო. 

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი საზაფხულო არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.

სასწავლო პროცესი მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის წელს 20 მაისს, პირველკლასელებისთვის კი - 27 მაისს დასრულდა.
Print